ფინალური შოუ

კონკურსის ყველა მონაწილეს, კომპანია ორიფლეიმი იწვევს ფინალურ შოუზე, რომელიც გაიმართება 21 აპრილს, 17:00 საათზე, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში (ვარდების რევოლუციის მოედანი #1)

SHE

ღონისძიებაზე სახელწოდებით SHE (Smart Healthy Elegant) ექსკლუზიურად მოწვეულ სტუმრებს საშუალება ექნებათ დაესწრონ კონკურსის გამარჯვებულთა გამოვლენის პროცესს და თავადაც მიიღონ მონაწილეობა გამარჯვებულის გამოვლენაში. ამასთანავე სტუმრები შეძლებენ გაეცნონ უკანასკნელ ტენდენციებს სილამაზის სხვადასხვა სფეროში და მოსინჯონ ახალი პროდუქტები http://www.facebook.com/event/2331509333736737/

ჩაცმის სტილი

კონკურსანტებს ვთხოვთ ღონისძიებაზე მობრძანდნენ შავი შარვლებით და შავი ფეხსაცმლით, ზედა სამოსი შეარჩიეთ სურვილისამებრ. ფინალისტების გამოცხადების შემდეგ მათ გადაეცემათ ბრენდირებული მაისურები, რომელშიც მოუწევთ საფინალო დავალების შესრულება.

ფინალისტების გამოცხადება

ღონისძიების მსვლელობისას გამოცხადდება კონკურსის 5 ფინალისტი, რომელთაც მიეცემათ საფინალო დავალება და 1 საათი ამ დავალების შესასრულებლად. დავალების შესასრულებლად საჭირო დეკორატიული კოსმეტიკის სტუდიას, პროდუქციას, ფუნჯებს და ასევე მოდელებს, რომელთაც გაუკეთდებათ დავალების შესაბამისი მაკიაჟი - უზრუნველყოფს კომპანია ორიფლეიმი.

გამარჯვებულების გამოვლენა

საფინალო დავალების შესრულების შემდეგ, კონკურსის საპატიო ჟიური გამოავლენს I, II, III ადგილის მფლობელ გამარჯვებულებს და დააჯილდოვებს მათ კუთვნილი პრიზებით. ასევე მოხდება მაყურებელთა რჩეული ვიზაჟისტის გამოვლენა და დაჯილდოებაც.

გისურვებთ წარმატებას!